Payroll & HR პლატფორმა,
რომელსაც 1 დღეში დანერგავთ

Profesto-ს საშუალებით უმარტივესად მართავთ ხელფასებს, თანამშრომლების ინფორმაციას, ნამუშევარ დროს და შვებულებებს - რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.

აღრიცხვა და რეპორტინგი

ხელფასების მართვა

დაზღვევა და ბენეფიტები

სამუშაო დრო და ტაბელი

შვებულებების მართვა

მობილური აპლიკაცია

არ გჭირდებათ ბარათის მიბმა

სრულიად უფასო 15 თანამშრომლამდე

არ გჭირდებათ ბარათის მიბმა

სრულიად უფასო 10 თანამშრომლამდე

Profesto-ს გამოყენებით თქვენ შეძლებთ

თანამშრომლების აღრიცხვა

Profesto-ში უმარტივესად შეძლებთ თანამშრომლების ინფორმაციის შეყვანას, პოვნას, განახლებას და სხვადასხვა ჭრილში შეხედვას. თანამშრომლების ბაზის მოწესრიგება ისეთივე მარტივია როგორც ექსელში და ექსელისგან განსხვავებით ინფორმაცია დაცულიცაა, ცლილებების ისტორიაც ინახება და ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდანაა ხელმისაწვდომი.

Profesto-თი ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ ხელფასების დათვლას და გადახდას. სისტემა ფარავს ფიქსირებულ, საათობრივ, გამომუშავებით ხელფასებს. ასევე ბონუსებს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ავანსებს და ბენეფიტებს. ავტომატურად ითვლის საშეოსავლო და საპენსიო გადასახადებს. და ამ ყველაფრისთვის თვეში სულ რამდენიმე კლიკის გაკეთება დაგჭირდებათ.​

დაზღვევა, ან ნემისმიერი სხვა ბენეფიტის აღრიცხვა უმარტივესად შეგიძლიათ კომპანიის მიერ დაფინანსებული თანხების და თანამშრომლის წილის მითითებით. სისტემა ასევე აგენერირებს ბენეფიტის მომწოდებელთან, მაგალითად სადაზღვევო კომპანიასთან გასაგზავნ რეპორტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაიმარივოთ მომწოდებლებთან კომუნიკაცია.

თქვენ შეძლებთ თანამშრომლების ნამუშევარი დროის აღრიცხვას როგორც ვებ, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით. ხოლო თუ კომპანიაში დაშვების სისტემა გაქვთ, შესაძლებელია მასტან ინტეგრაციაც. Profesto ავტომატურად დაგიგენერირებთ კანონმდებლობით მოთხოვნილ სამუშაო დროის ტაბელს. თანამშრომლები მას სისტემაშივე გაეცნობიან და დაადასტურებენ კიდეც.

Profesto-ში შეგიძლიათ გაწეროთ წესები, თუ როგორ გასცემთ შვებულებას, ბიულეტინს, დეკრეტს და ა.შ. თანამშრომლები ნახავენ თავიანთი დღეების ბალანსს და სისტემიდანვე შეძლებენ შვებულების მოთხოვნას. გაფორმებული მოთხოვნა ავტომატურად მივა მენეჯერთან დასადასტურებლად და დასტურის შემთხვევაში შვებულების დღეების ბალანსიც ავტომატურად გადაითვლება.

Profesto-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ თანმაშრომლების თვით-მომსახურება სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანოთ. თანამშრომლები აპლიკაციიდან შეძლებენ თავისი ნამუშევარი დროის აღრიცხვას, შვებულების მოთხოვნას და დასტურის მიღებას. ასევე შეძლებენ საკუთარი პირადი, ან საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას, ფაილების ატვირთვას და ა.შ.

ჩვენი ფასები ხელმისაწვდომია და გამჭვირვალე, ყველანაირი ფარული ხარჯის გარეშე

20%-ით იაფი

არ გჭირდებათ ბარათის მიბმა