მომსახურების ხელშეკრულების პირობები

მომსახურების ხელშეკრულების პირობები

მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში “ხელშეკრულება”) ეს პირობები შედგენილია და დადებულია შპს “პროფესტოს” ს/ნ: 426552991 (შემდგომში “კომპანია”, “პროფესტო”, ან “ჩვენ”) და თქვენს (შემდგომში “კლიენტი” ან “თქვენ”) შორის, იმ თარიღში, რომელიც მითითებულია ამ ხელშეკრულების ონლაინ დადასტურებისას (“ძალაში შესვლის თარიღი”).

“პროფესტო” პირდაპირ ან თავისი ვებ-საიტის https://profesto.ge-ს (“ვებ-საიტი”) მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს თანამშრომელთა მართვის პლატფორმას (“პლატფორმა” ან “მომსახურება”).

ეს ხელშეკრულება აწესრიგებს თქვენს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიისგან მომსახურების მიღებასთან და გამოყენებასთან.  

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ხელშეკრულება, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი კანონიერი უფლებების, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ვალდებულებების, მათ შორის სხვადასხვა შეზღუდვებისა და გამონაკლისების შესახებ, აგრეთვე დავების გადაწყვეტის მუხლებს, რომლებიც აწესრიგებს დავების მოგვარებას.

კლიენტის სახელით მომსახურების გამოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ სათანადოდ ხართ უფლებამოსილი წარმოადგინოთ იურიდიული პირი, რომლისთვისაც მუშაობს კლიენტი, და თქვენ იღებთ ამ ხელშეკრულების პირობებს ამ იურიდიული პირის სახელით, და ნებისმიერი მითითება “თქვენ”-ზე ამ ხელშეკრულებაში ეხება ამ იურიდიულ პირს, მასთან დაკავშირებულ პირებს და ამ შესაბამისი მხარეების ყველა თანამშრომელს, კონსულტანტს და აგენტს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა ქმედებაზე, რომელიც თქვენი პროფილის მეშვეობით ხორციელდება.

ეს ხელშეკრულება არის ელექტრონული ხელშეკრულება, რომელიც ადგენს თქვენს მიერ მომსახურების გამოყენების იურიდიულად სავალდებულო პირობებს. ეს ხელშეკრულება შეიძლება დროდადრო შეიცვალოს “პროფესტოს” მიერ, და ასეთი ცვლილებები ძალაში შედის “პროფესტოს” მიერ ვებ-საიტზე გამოქვეყნებისთანავე. პლატფორმაზე შესვლით და/ან მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებას და აქ მოცემულ პირობებს, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ მითითებებს.

1. მომსახურების პირობები

1.1 “პროფესტოს” ნებისმიერი მომსახურება ტარდება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. კომპანია კლიენტს დაუყოვნებლივ მიაწვდის მომსახურებას ამ ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. ეს ხელშეკრულება არ ზღუდავს კომპანიას, რათა მან გაუწიოს იგივე ან მსგავსი მომსახურება ნებისმიერ მესამე მხარეს. კომპანია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ (i) შეიტანოს ცვლილებები მომსახურებაში, შეცვალოს ან გააუქმოს მომსახურების ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც ის საკმარისად მიიჩნევს, ან (ii) შეწყვიტოს მთელი მომსახურება ან მისი ნებისმიერი ნაწილი.

2. ვადა და შეწყვეტა

2.1 ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება (ა) თქვენს მიერ მომსახურების გამოწერის ვადის განმავლობაში ან (ბ) თუ აირჩევთ მომსახურებას უფასო საცდელი პერიოდისთვის და არ შეიძენთ გამოწერას – ამ უფასო საცდელი პერიოდის დასრულებამდე (“ვადა”).

2.2 თქვენს მიერ შეძენილი გამოწერები ძალაში შედის პირველი გადახდის მომენტში და გრძელდება გადახდის დროს არჩეული გამოწერის ვადის განმავლობაში. თუ მოგვიანებით დაამატებთ ახალი მომსახურების ან მოდულის გამოწერას, ახალი მომსახურება დაიწყება ახალი მომსახურების დამატების დროს მითითებულ თარიღში და გაგრძელდება დამატების დროს არჩეული გამოწერის ვადის განმავლობაში. თუ გსურთ ცალკე მომსახურების მიღება თქვენთან დაკავშირებული პირისთვის, ამ პირმა თავად უნდა გამოიწეროს მომსახურება და ცალკე მიიღოს მომსახურების გაწევის ეს პირობები.

2.3 თქვენ თვითონ შეგიძლიათ თქვენი გამოწერის გაუქმება. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა ნებისმიერ დროს “პროფესტოსთვის” გაუქმების მოთხოვნის გაგზავნით მისამართზე: contact@profesto.ge.

2.4 ხელშეკრულების მოქმედების ვადა დამოკიდებულია კლიენტის მიერ განხორციელებულ გადახდებზე. ის განახლდება ყოველწლიურად ან ყოველთვიურად, რაც დამოკიდებულია კლიენტის მიერ არჩეულ გამოწერის პერიოდზე.

2.5 კლიენტის მიერ გადახდის ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება.

3. მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

3.1 “პროფესტოს” შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს ეს ხელშეკრულება. თუკი “პროფესტო” ჩათვლის, რომ აუცილებელია ამ ხელშეკრულებაში არსებითი ცვლილებების შეტანა, ის თქვენ შეგატყობინებთ ასეთი ცვლილების შესახებ და მოგთხოვთ დაეთანხმოთ ხელშეკრულების ასეთ შეცვლილ ვერსიას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ მომსახურების გამოყენება ხელშეკრულების ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად იღებთ ამ ცვლილებებს. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას მისამართზე: https://profesto.ge/terms-of-service

3.2 თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ხელშეკრულების ეს პირობები ან ამ ხელშეკრულების ან მომსახურების რაიმე ცვლილება, თქვენ ეთანხმებით იმას, რომ თქვენი სამართლებრივი დაცვის ერთადერთი და განსაკუთრებული საშუალებაა თქვენი გამოწერის და მომსახურების გამოყენების შეწყვეტა.

4. გადახდის პირობები და მოსაკრებლები

4.1 კლიენტი თანახმაა გადაიხადოს მომსახურების საფასური https://www.app.profesto.ge/settings/company_info-ზე მითითებული გადახდის პერიოდულობის მიხედვით, მთელი საფასური პირველი გამოწერის პერიოდისთვის და ნებისმიერი განახლების გამოწერის პერიოდისთვის. თანხის გადახდა უნდა გახორციელდეს საბანკო ანგარიშსწორებით. ან შეთახმების შემთხვევაში კლიენტი უფლებას აძლევს “პროფესტოს” ჩამოჭრას კლიენტის სადებეტო/საკრედიტო ბარათიდან ყველა კუთვნილი გადასახადი. თქვენ კომპანიას აწვდით ინფორმაციას სადებეტო/საკრედიტო ბარათის შესახებ. თუ თქვენ კომპანიას მიაწვდით ინფორმაციას სადებეტო/საკრედიტო ბარათის შესახებ, ამით თქვენ უფლებას აძლევთ კომპანიას ჩამოჭრას ამ ბარათიდან ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი მომსახურების საფასური.

4.2 თუ მოქმედი მომსახურების პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული, მომსახურების საფასური, როგორც წესი, ეფუძნება კალენდარულ თვეებს, რომელთა განმავლობაში კლიენტი იღებს მომსახურებას, და კლიენტი სრულად იხდის მოცემული პერიოდის საფასურს. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, “პროფესტოს” შეუძლია წარუდგინოს კლიენტს ანგარიში ნებისმიერი მოქმედი გადაუხდელი გადასახადისთვის, და კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი ანგარიში მისი მიღებიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში. გადახდილი თანხა, მათ შორის 2.3 პუნქტის შესაბამისად ამ ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, კლიენტს არ უბრუნდება.

4.3 “პროფესტო” იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი მომსახურების საფასური. საფასურის ცვლილება არ გავრცელდება გამოწერის იმ პერიოდზე, რომლისთვისაც კლიენტს უკვე გადახდილი აქვს საფასური და ძალაში შევა მხოლოდ გამოწერის პერიოდის განახლების შემთხვევაში. არსებული საფასურის ნებისმიერი ცვლილება, კლიენტს, ეცნობება საფასურის ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. თუ საფასურის ზრდა ან ამ ხელშეკრულების ცვლილება არ არის მისაღები კლიენტისთვის, კლიენტს ამ ხელშეკრულების შესაბამისად შეუძლია აღარ განაახლოს მომსახურება გამოწერის ახალი პერიოდისთვის. გაუქმების პერიოდის შემდეგ მომსახურების შემდგომი გამოყენება ნიშნავს თქვენს მიერ ამ ცვლილებებზე დათანხმებას.

4.4 მომსახურების საფასურში შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).

5. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

5.1 მხარეებს შორის ურთიერთობებში “პროფესტო” ფლობს და ინარჩუნებს ყველა უფლებებს: (ა) პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მომსახურებაზე და მასალებზე, მათ შორის მათთან დაკავშირებულ ყველა ინტელექტუალურ საკუთრებაზე; (ბ) მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა საექსპლუატაციო და საწარმოო მონაცემებზე, მათ შორის გამოყენებულ ფუნქციებზე, მომსახურებისთვის დახარჯულ დროზე და მომსახურებასთან დაკავშირებით შექმნილ მსგავს მონაცემებზე, ასეთი საექსპლუატაციო და საწარმოო მონაცემების ანალიზზე და მიღებულ დასკვნებზე, შედარებებზე, აღმოჩენებზე და სხვა შედეგებზე ან ცოდნაზე, რომლებიც მიიღო “პროფესტომ” ასეთი ანალიზის შედეგად.

5.2 კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების დაცვის პირობით “პროფესტო” კლიენტს ანიჭებს “პროფესტოს” მასალების მიღების, ნახვისა და ჩამოტვირთვის შეზღუდულ, არა ექსკლუზიურ, არა გადაცემად, ლიცენზიას, რომლის მიხედვით პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის მიერ ან კლიენტის სახელით.

5.3 თქვენ ინარჩუნებთ თქვენი მონაცემების გამოყენების, განკარგვის და საკუთრების უფლებებს. “პროფესტოს” არ აქვს თქვენს მონაცემებში ან მასთან დაკავშირებით არსებული რაიმე პერსონალური მონაცემების გამოყენების, განკარგვის და საკუთრების უფლებები.

6. გარანტიები, შეზღუდვები და პასუხისმგებლობაზე უარის თქმა

6.1 “პროფესტო” აცხადებს და გარანტიას იძლევა შემდეგზე: (ა)მომსახურება შეესაბამება ჩვენს საქმიანობაში კონფიდენციალურობის და მონაცემთა დაცვის ყველა სავალდებულო კანონებს; (ბ) ჩვენ არ გავცემთ თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას და ამ ინფორმაციას შევინახავთ, გავამჟღავნებთ ან გამოვიყენებთ მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის; და (გ) კომპანია ნებისმიერ პროფესიულ მომსახურებას შეასრულებს პროფესიონალურად და საქმიანად, სათანადო პროფესიული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისი ოსტატობითა და გულმოდგინებით.

6.2 “პროფესტო” არ აკეთებს განცხადებებს ან არ იძლევა გარანტიებს, რომ პლატფორმა ნებისმიერ გეოგრაფიულ ადგილას იმუშავებს შეუფერხებლად და ხელმისაწვდომი იქნება მთელი დროის განმავლობაში. დროდადრო შეიძლება ჩატარდეს სისტემის გეგმიური ან ავარიული ტექნიკური მომსახურება. ასეთი ტექნიკური მომსახურების პერიოდში პლატფორმა შეიძლება იყოს მიუწვდომელი კლიენტისთვის, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

6.3 კლიენტი მთლიანად თავის თავზე იღებს მომსახურების და მასალების გამოყენების რისკს. “პროფესტო” არ უზრუნველყოფს იურიდიულ, საგადასახადო, მარეგულირებელ, ფინანსურ, შრომით ან სხვა პროფესიულ მომსახურებას ან კონსულტაციებს. “პროფესტოს” მიერ პლატფორმის საშუალებით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ უნდა განიმარტოს, როგორც პროფესიული რჩევა.

6.4 გარდა მეორე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისა, უხეში დაუდევრობისა ან თვითნებური უკანონო მოქმედებისა, არც ერთი მხარე არცერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე არაპირდაპირი ზარალისთვის.

6.5 კომპანიას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზიისთვის, იქნება ეს ხელშეკრულების, გარანტიის, სამოქალაქო სამართალდარღვევის ან სხვა სახის პასუხისმგებლობის გამო, არავითარ შემთხვევაში არ ეკისრება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, რაც საერთო ჯამში გადააჭარბებს მთლიან თანხას, რომელიც პრეტენზიის წამყენებელმა პირმა კლიენტის მომსახურების მიზნით გადაუხადა კომპანიას ამ პრეტენზიის გამომწვევი პირველი შემთხვევის წინა 12 თვეში.

6.6 “პროფესტო” არ აგებს პასუხს: (i) კლიენტის მასალებზე ან კლიენტის მასალების ვინმეს მიერ გამოყენებაზე; (ii) შეცდომების შედეგზე ან შეცდომების გამო პირდაპირ ან ირიბად წარმოქმნილ რაიმე შედეგზე ან პრეტენზიაზე; (iii) ნებისმიერ შედეგზე ან პრეტენზიაზე, რომელიც წარმოიქმნება პირდაპირ ან ირიბად კლიენტის მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების შეფერხების ან მიუწოდებლობის გამო; (iv) შედეგზე ან პრეტენზიაზე, რომელიც წარმოიქმნება მესამე პირების მიერ კლიენტის პროფილში განხორციელებული არასანქცირებული ქმედებების და ნებისმიერი ტრანზაქციის გამო; (v) კლიენტის დაუდევრობაზე ან კლიენტის პროფილის ადმინისტრატორის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ნებისმიერ დაუდევრობაზე; (vi) ნებისმიერ პრეტენზიაზე ან ნებისმიერი პრეტენზიის ნაწილზე, რომელიც შეიძლება გონივრულად იქნას აცილებული ან შემსუბუქებული კლიენტის გონივრული ძალისხმევით; (vii) კლიენტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების უუნარობაზე სათანადოდ დაიცვას კომპანიის მითითებები მომსახურებასთან დაკავშირებით.

6.7 ამით თქვენ გარანტიას იძლევით, რომ:

6.7.1 თქვენი მასალები და მისი თითოეული ნაწილი არის თქვენი საკუთარი ნამუშევარი, და თქვენ მიღებული გაქვთ ყველა უფლება, ლიცენზია, თანხმობა და ნებართვა, და (თუ საჭიროა) “პროფესტოს” მიერ გამოყენების უფლება, რომელიც საჭიროა ამ მომსახურების პირობების შესაბამისად თქვენი მასალების გამოსაყენებლად, მათ შორის, უფლება ატვირთოთ, გაამრავლოთ, შეინახოთ, გადასცეთ, გაანაწილოთ, გააზიაროთ, საჯაროდ აჩვენოთ, საჯაროდ შეასრულოთ, ხელმისაწვდომი გახადოთ და სხვაგვარად მიაწოდოთ საზოგადოებას თქვენი მასალები და მათი თითოეული ნაწილი, მათ შორის ვებ-საიტების მეშვეობით, ნებისმიერი სერვისის და ნებისმიერი მესამე მხარის მომსახურების მეშვეობით.

6.7.2 თქვენი მასალები და მათი ხელმისაწვდომობა პლატფორმაზე არ ლახავს ან არ არღვევს რომელიმე მესამე მხარის უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ უფლებებს, შემსრულებელთა უფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ან საჯაროობის უფლებებს ან კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებებს.

6.7.3 თქვენ თქვენს მასალებში მოხსენიებული ყველა პირისგან მიღებული გაქვთ ნებისმიერი და ყველა საჭირო თანხმობა, ნებართვა და/ან გამოქვეყნების უფლება, რომ თქვენს მასალებში შეიტანოთ მათი სახელი, ხმა, შესრულება ან მსგავსება და გამოაქვეყნოთ ისინი ვებ-საიტებზე და ნებისმიერი მესამე მხარის მომსახურების საშუალებით.

6.7.4 თქვენი მასალები, მათ შორის ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ ვებ-საიტებზე, არ არის და არ იქნება უკანონო, შეურაცხმყოფელი, უწმაწური, ცილისმწამებლური, უხამსი, რასისტული, სექსუალურად გამოხატული, ეთნიკურად ან კულტურულად შეურაცხმყოფელი, ხელს არ შეუწყობს ძალადობას, ტერორიზმს ან უკანონო ქმედებებს ან სიძულვილის გაღვივებას რასის, სქესის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

6.7.5 თქვენი მასალები არ უქმნის და არ შეუქმნის რაიმე პასუხისმგებლობას “პროფესტოს”, მის დაქვემდებარებულ პირებს, დაკავშირებულ პირებს, უფლებამემკვიდრეებს და მათ შესაბამის თანამშრომლებს, აგენტებს, დირექტორებს, თანამდებობის პირებს და/ან აქციონერებს.

6.8 “პროფესტო” იტოვებს უფლებას წაშალოს თქვენი მასალები, შეგიჩეროთ ან შეგიწყვიტოთ პლატფორმის ხელმისაწვდომობა და/ან განახორციელოს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალება, თუ მიიჩნევს, რომ თქვენი რომელიმე მასალა არღვევს ზემოაღნიშნულ განცხადებებს ან გარანტიებს ან სხვაგვარად არღვევს სხვა პირების უფლებებს ან არღვევს ნებისმიერ კანონს, წესს ან რეგულაციას.

7. ზარალის ანაზღაურება

7.1 თქვენ თანხმდებით აუნაზღაუროთ “პროფესტოს”, მის ფილიალებს, აფილირებულ პირებს, თანამდებობის პირებს, აგენტებს და სხვა პარტნიორებსა და თანამშრომლებს ზარალი და აარიდოთ ნებისმიერი ზარალი, პასუხისმგებლობა, პრეტენზია ან მოთხოვნა, მათ შორის ადვოკატების დასაბუთებული ანაზღაურება, რაც წარმოიქმნება შემდეგი გარემოებებით ან მათთან დაკავშირებით:

7.1.1 თქვენს მიერ მომსახურების და/ან ვებ-საიტების გამოყენება ამ ხელშეკრულების დარღვევით და/ან ამ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად, მათ შორის თქვენი ზემოთ მოცემული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შედეგად.

7.1.2 მესამე მხარეების ნებისმიერი პრეტენზია საავტორო უფლებების ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებების ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო, რომელებიც გამოწვეულია თქვენს მიერ თქვენი მასალების ვებ-საიტებზე განთავსებით და/ან ვებ-საიტების სხვა მომხმარებლების მიერ თქვენი მასალების ან მასთან დაკავშირებული მომსახურების ფაქტობრივი გამოყენებით.

7.1.3 თქვენს პროფილთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც განახორციელეთ თქვენ ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელმაც თქვენს პროფილში შეაღწია თქვენი თანხმობის გარეშე, თუ ასეთი საქმიანობა არ იყო გამოწვეული “პროფესტოს” ქმედებებით.

8. იურისდიქცია

8.1 მხარეებს შორის ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავის წარმოქმნისას მხარეები ჯერ მოლაპარაკებებით ეცდებიან ამგვარი დავის მოგვარებას.

8.2 ეს ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

8.3 ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება ან სამართალწარმოება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს საქართველოს ქალაქ თბილისის სასამართლოებში.

9. ზოგადი დებულებები

9.1 ეს ხელშეკრულება და ყველა მოქმედი მომსახურების პირობები წარმოადგენს “პროფესტოსა” და კლიენტს შორის ხელშეკრულებას მომსახურებისა და მასალების შესახებ და ცვლის ყველა წინა მოლაპარაკებებს, შეტყობინებებსა და ხელშეკრულებებს, ზეპირს ან წერილობითს, ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი აღიარებულია ძალადაკარგულად ან ბათილია, ეს ნაწილი ამოიღება და ეს არ მოახდენს გავლენას ხელშეკრულების დანარჩენ ნაწილზე. დანარჩენი პირობები დარჩება ძალაში და უნდა შესრულდეს. კლიენტს არ შეუძლია ამ ხელშეკრულების უფლებების გადაცემა, კანონის ძალით ან სხვაგვარად, “პროფესტოს” წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების დათმობის ან გადაცემის ნებისმიერი მცდელობა ასეთი თანხმობის გარეშე ბათილი იქნება. “პროფესტოს” შეუძლია შეუზღუდავად დაუთმოს ან გადასცეს ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები მესამე მხარეს.

9.2 “პროფესტო” ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერი შეტყობინებას ან სხვა გზავნილს, მათ შორის ამ ხელშეკრულების ცვლილებებთან დაკავშირებით, აგზავნის: (i) ელექტრონული ფოსტით; ან (ii) პლატფორმაზე განთავსებით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებების მიღების თარიღად ჩაითვლება ასეთი შეტყობინების გაგზავნის თარიღი. პლატფორმაზე განთავსების შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნის თარიღად ჩაითვლება შეტყობინების გამოქვეყნების თარიღი. “პროფესტოს” მიერ ამ ხელშეკრულების რაიმე უფლების ან დებულების გამოუყენებლობა არ ჩაითვლება ამგვარ უფლებაზე უარის თქმად. ნებისმიერ ასეთ უფლებაზე ან დებულებაზე უარის თქმა ძალაში იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობით და ხელმოწერილია კომპანიის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. ეს ხელშეკრულება არ ქმნის პარტნიორულ, ფრანჩაიზინგულ, საწარმოო, სააგენტო, სამეურვეო ან სამუშაო ურთიერთობას მხარეებს შორის.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

10.1 თუ კლიენტს აქვს რაიმე შეკითხვები ამ ხელშეკრულების ან მომსახურების შესახებ, კლიენტს შეუძლია დაუკავშირდეს “პროფესტოს” ტელეფონით (+995 322) 10 88 10, ელექტრონული ფოსტით contact@profesto.ge, ან გამოგვიგზავნოს წერილი მისამართზე: საქართველო, თბილისი 0119, წერეთლის გამზირი 123.

არ გჭირდებათ ბარათის მიბმა